სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ინკლუზიური განათლება და მეცნიერული სინერგია“ - თბილისის N37 სკოლის სპეცმასწავლებლის ინიციატივით, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
30-03-2026
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად - უერთიერთპატივისცემას, მიმღებლობასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. 

„თანამედროვე განათლების მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ისეთი ღირებულებების ფორმირება როგორიცაა - მიმღებლობა, ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც N37-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლის, მაია გორგაძის ინიციატივით დაიწყო.

​ამ იდეას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა თბილისის N30 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი და კლუბის ხელმძღვანელი, თამარ ჩიქოვანი.

ორი სკოლის კოლაბორაციამ საფუძველი ჩაუყარა პროფესიულ და შემოქმედებით თანამშრომლობას, რომლის ეპიცენტრშიც დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა იდგა. ​ ​

პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს საკითხის კომპლექსური ხედვა: ​თამარ ჩიქოვანმა მოსწავლეებს მიაწოდა სიღრმისეული მეცნიერული ანალიზი გენეტიკური ეტიოლოგიის, ქრომოსომული ცვლილებებისა და ეპიგენეტიკური მექანიზმების
შესახებ.

​მაია გორგაძემ კი აქცენტი პრაქტიკულ მაგალითებზე, ქცევით თავისებურებებსა და იმ სტრატეგიებზე გააკეთა, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზებისთვის. ​

ეს იყო თეორიისა და პრაქტიკის იდეალური სინთეზი, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, მდგომარეობა არა მხოლოდ ბიოლოგიური კუთხით დაენახათ, არამედ გაეაზრებინათ მისი სოციალური მნიშვნელობაც. ​ ​

შეხვედრის ყველაზე ემოციური ნაწილი მოსწავლეების მიერ ჩამოწერილი სურვილები და ხედვები აღმოჩნდა. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ: ​ურთიერთმიმღებლობა არის საზოგადოების სიძლიერის საფუძველი. ​ტოლერანტობა არ არის მხოლოდ დათმობა, ეს არის სხვისი უნიკალურობის აღიარება. ​

სიყვარული და მხარდაჭერა ის მთავარი ინსტრუმენტებია, რომლებსაც ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. ​ორივე სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, იმსჯელეს საერთო გამოწვევებზე და დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები. ​

​ეს პროექტი არ ყოფილა ერთჯერადი ღონისძიება. ხელმძღვანელების თქმით, მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება, რაც საფუძველს ჩაუყრის უფრო მჭიდრო კავშირს საჯარო სკოლებს შორის.

„მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი და ემპათიით გაერთიანებული ახალგაზრდები სწორედ ის ძალაა, რომელიც შექმნის ხვალინდელ, უფრო ჰუმანურ და თანასწორ საგანმანათლებლო გარემოს“,- აღნიშნავენ პროექტის ხელმძღვანელები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება