| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები თეორიულთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი პრაქტიკულ აქტივობებში.
აღსანიშნავია საინტერესო აქტივობა - „ქიმია ყოველდღიურობაში - როგორ იქმნება საპონი?“
იცოდით, რომ ჩვეულებრივი საპონი ქიმიური რეაქციის შედეგია? - მიმართა პედაგოგმა დალი მეზვრიშვილმა მოსწავლეებს და აუხსნა, რომ საპნის შექმნის პროცესს ეწოდება საპონიფიკაცია და ეს არის რეაქცია ცხიმებსა და ტუტეს (მაგალითად, ნატრიუმის ჰიდროქსიდს) შორის.
მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ ცხიმის მოლეკულები იშლება და გარდაიქმნება:
გაიგეს რატომ წმენდს საპონი, პედაგოგმა აუხსნა, რომ საპნის მოლეკულებს აქვს უნიკალური თვისება - ერთი ნაწილი იზიდავს წყალს, ხოლო მეორე - ცხიმს. სწორედ ამიტომ ის ადვილად აშორებს ჭუჭყს კანსა და ზედაპირებს.
შემდეგ კი თავისივე ხელით დაამზადეს საპონი. პრაქტიკული აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
„მადლობა დალი მასწავლებელს! მადლობა მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა