სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგანთაშორისი ინტეგრაცია და ეპოქის მრავალმხრივ აღქმა - კოთელიის საჯარო სკოლაში თემაზე - „თინათინის გამეფება“, შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩატარდა
27-03-2026
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეები შოთა რუსთაველის უკვდავ პოემას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, მე-10 კლასში ჩატარებული ქართული ენა და ლიტერატურის გაკვეთილი თემაზე -  „თინათინის გამეფება“ (ისტორიული და კულტურული კონტექსტი), რომელსაც პედაგოგი გიული ზედგინიძე ხელმძღვანელობდა. 

სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. 

სკოლაში გაკვეთილის მიზანსა და მიმდინარეობაზე გვიყვებიან და აღნიშნავენ, რომ გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა საგანთაშორისი ინტეგრაცია (ქართული ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება), რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეპოქის მრავალმხრივ აღქმასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

გაკვეთილზე მიწვეულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები. 

ისტორიული კონტექსტი: ისტორიის მასწავლებელმა, ვალიდა ბერუაშვილმა, მიმოიხილა XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ვითარება. ხაზი გაესვა ქალის როლს მართვის სადავეებთან და იმ ისტორიულ რეალობას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პოემაში ასახულ მოვლენებს.

ვიზუალური კულტურა: ხელოვნების მასწავლებელმა, ნანა წიკლაურმა, პროექტორის გამოყენებით წარადგინა პრეზენტაცია XII საუკუნის ჩაცმულობასა და სამკაულებზე.

მოსწავლეებმა იხილეს იმდროინდელი სამოსის დეტალები, ორნამენტები და აქსესუარები, რაც დაეხმარათ პერსონაჟთა ვიზუალური სახეების უკეთ აღქმაში.

შემოქმედებითი ნაწილი: გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი დაეთმო მე-10 კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებულ პროექტს. მათ წარმოადგინეს საკუთარი ავტორობით დაწერილი პიესა: „თინათინის გამეფება XXI საუკუნეში“.

„მოსწავლეებმა მოახდინეს რუსთაველისეული იდეების ტრანსფორმაცია თანამედროვე რეალობაში და ადგილზე გაათამაშეს სცენები, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ ღირებულებები (თანასწორობა, სიბრძნე, მართვის ხელოვნება) გადმოტანილი იყო თანამედროვე კონტექსტში“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ინტეგრირებულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას.

გაკვეთილმა წარმატებით დააკავშირა კლასიკური ლიტერატურა ისტორიულ მეცნიერებასთან და თანამედროვე ხელოვნებასთან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება