| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევია. პედაგოგები ბავშვებს არაერთ სახალისო აქტივობას სთავაზობენ.
აღსანიშნავია, საგაკვეთილო აქტივობა - როლური თამაში, რომლის გამოყენებითაც მე-3 კლასელთა ქართული ენის გაკვეთილი წარიმართა.
„დღეს ჩვენს პატარებთან ერთად ვიმოგზაურეთ ზღაპრულ სამყაროში და მოვაწყვეთ მხიარული როლური თამაში - „დათვის წვეულება“. ბავშვებმა თავად აირჩიეს როლები, მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის ხასიათი და ერთად შექმნეს თბილი, მეგობრული გარემო. თამაშის განმავლობაში ისინი სწავლობდნენ:
თანამშრომლობას, ემოციების გამოხატვას, კომუნიკაციას და ფანტაზიის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები ბავშვებს ეხმარება სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა