სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი არაქალის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
27-03-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

სკოლაში გაიმართა შემეცნებითი და მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის - სირარფი ზაქარიანის ხელმძღვანელობით გამართეს. 

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვის მნიშვნელობას, წიგნის სიყვარულის გაძლიერებასა და მეტყველების უნარების განვითარებას.

მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა: გააცნეს აუდიტორიას საყვარელი წიგნები, ისაუბრეს პერსონაჟებსა და სიუჟეტებზე, წაიკითხეს ამონარიდები და მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ დავალებებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, შემოქმედებითი მიდგომებითა და აქტიური მონაწილეობით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა პოზიტიურ და თანამშრომლობით გარემოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მათი მოტივაციისა და ენობრივი უნარების გაძლიერებას.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება