| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა სიყვარულითა და სითბოთი შეისწავლეს საქართველოს პატრიარქის - ილია II-ის სიტყვები, რომლებშიც დიდი სიბრძნე და იმედი იმალება. როგორც თავად ამბობს - „ყველაფერი კარგად იქნება“ - ამ სიტყვებმა კიდევ უფრო გააძლიერა მათი რწმენა და დადებითი განწყობა.
მოსწავლეებმა გულით დახატეს პატრიარქის პორტრეტები - თითოეულმა თავისებურად და განსაკუთრებულად. მათ მიერ წარმოთქმულმა ლექსებმა კი გარემო სითბოთი, სიყვარულითა და გულწრფელობით აავსო.
დამრიგებელმა ფათიმა ხოცანიანმა დიდი სიამაყით შეაფასა მათი მონდომება და ის, თუ როგორ შეძლეს პატრიარქის ბრძნული რჩევების გულით მიღება.
„მათი გზავნილი ყველასთვის მნიშვნელოვანია - დავაფასოთ ის, რაც გვაქვს, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ვილოცოთ, რომ საქართველო ილია II-ის ლოცვით მუდამ ძლიერი იყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა