| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, IIIბ კლასში განხორციელებული პროექტი „ცხოველთა სამყარო“, რომელიც მესამეკლასელებისთვის საოცარი თავგადასავალი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, IIIბ კლასში ნამდვილი შემოქმედებითი ფოიერვერკი მოეწყო. ორი თვის განმავლობაში მოსწავლეები ნამდვილ მკვლევარებად გარდაიქმნენ: ისინი სწავლობდნენ ცხოველთა აგებულებას, საცხოვრებელ გარემოსა და კვების თავისებურებებს.
პროექტი გრანდიოზული პრეზენტაციებით დაგვირგვინდა, სადაც ბავშვებმა საკუთარი ხელით დამზადებული დიორამები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ დიდ ყურადღება დაეთმო პრეზენტატორობის უნარების დახვეწას, რაც თითოეული მოსწავლის გამოსვლაში აისახა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებლები, სკოლის დირექცია და მშობლები.
მოსწავლეები პრეზენტაციის ბოლოს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
კლასის ბუნების მასწავლებელი - თათია ჯინჭარაძე გალხავთ, დამრიგებელი კი მაია ახალაძეა.
პედაგოგები მადლობას უხდიან ყველას ვისაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„უღრმესი მადლობა ყველას ასეთი აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა