| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავენ და ბავშვების მოტივაციაზე ზრუნავენ.
აღსანიშნავია, მე-10 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში, რომელსაც მასწავლებელი არმინე გომციანი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „კონფლიქტი და ტრეფიკინგი“.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში კონფლიქტის არსის გააზრება, მისი გადაჭრის მშვიდობიანი გზების განხილვა და ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ისინი მსჯელობდნენ, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, მუშაობდნენ ჯგუფურად და განიხილავდნენ რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებულ მაგალითებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამოყენებული აქტივობები ხელს უწყობდა კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
გაკვეთილი გამოირჩეოდა მოსწავლეთა ჩართულობითა და აქტიური სასწავლო გარემოთი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა