| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ახალი სასკოლო პროექტი - „თქვი სწორად!“ დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ვიდეოგაკვეთილების ციკლს და მოსწავლეებისთვის გამართული მეტყველების სწავლებას ემსახურება.
ვიდეოგაკვეთილებს უძღვებიან - ანი გეგუჩაძე და სალომე ჭიღლაძე.
„მშობლიური ენის სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ ვიდეოგაკვეთილების ციკლს - მოდით ერთად განვიხილოთ ხშირად დაშვებული შეცდომები.
შემოგვიერთდით ერთად ვიზრუნოთ ქართული სიწმინდის დაცვაზე, ერთად ვისწავლოთ თუ როგორ ვიმეტყველოთ გამართულად, როგორ გავხადოთ ჩვენი ქართული უფრო სხარტი და, რაც მთავარია, სწორი“,- აღნიშნავენ ვიდეორგოლში მოსწავლეები და პირველ გაკვეთილს მისალმებისა დ ბოდიშის მოხდის ეტიკეტს უძღვნიან.
მოსწავლეებმა ყველაზე გავრცელებული ენობრივი ხაფანგები დაასახელეს და მოსწავლეებს მათი სწორად წარმოთქმა ასწავლეს.
პროექტის ხელმძღვანელია პედაგოგი ქეთევან გოდერიძე.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა