სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოთელიის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ჩაატარა
24-03-2026
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნინო გალაშვილმა საინტერესო პრეზენტაცია გამართა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლე- მასწავლებლები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაცია ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 

პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრა დაუნის სინდრომის რაობის შესახებ, აღნიშნა ვინ და სად აღმოაჩინა პირველად ეს სინდრომი, რა იწვევს, დაასახელა რისკ-ფაქტორები,პრეზენტატორმა სტატისტიკასაც უხმო. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებიც გაიხსენა და ის შესახებ ესაუბრა და მითი და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

ინფორმაცია იყო ვრცელი და ამომწურავი, ბავშვებმა მიიღეს სრული ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.

ძალიან მრავალფეროვანია მომზადებული კედლის გაზეთიც რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის აღნიშნულ საკითხს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იმდენად მოეწონათ დამსწრე საზოგადოებას მიწოდებული ინფორმაცია რომ დასასრულს მადლობა აპლოდისმენტებით გადაიხადეს.

„სკოლა მადლობას უხდის ნინო მასწავლებელს აღნიშნული საკითხის ასე წარმოჩენისთვის. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება