სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს!“ - კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
24-03-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფასეულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები ზრუნავენ მათი თვალსაწიერის გაფართოებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ გამოეხმაურნენ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს!“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის რაობის, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შესახებ და მითი და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიო ამ დღეს 21 მარტს აღნიშნავს, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით  (სამმაგობით) არის გამოწვეული. ეს არ არის დაავადება - ეს გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც ადამიანს განსაკუთრებულს ხდის.

ამ დღის სიმბოლოა ფერადი, ჭრელი წინდები. რატომ წინდები? იმიტომ, რომ მიკროსკოპის ქვეშ ქრომოსომები ფორმით ძალიან ჰგავს წინდას. ჭრელი წინდების ჩაცმით ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვამბობთ, რომ მრავალფეროვნება ლამაზია. „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“. 

„ეს დღე გვახსენებს, რომ სამყარო ფერადია და თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არიან ჩვენი მეგობრები, თანაკლასელები და კოლეგები, რომლებსაც სჭირდებათ არა სიბრალული, არამედ თანაბარი შესაძლებლობები, სიყვარული და აღიარება.

21 მარტი გვილოცავს მრავალფეროვნების დღესასწაულს. დაუნის სინდრომი მხოლოდ ერთი ზედმეტი ქრომოსომაა, რომელიც ადამიანს კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და გულწრფელობას სძენს. ვიყოთ ინკლუზიურები, ვიყოთ მეგობრულები და დავაფასოთ ერთმანეთი“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება