| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა.
პირველი კლასის მოსწავლეებმა სიყვარულით და სითბოთი აღნიშნეს დედის დღე და გაზაფხულის დადგომა. პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და გულით ნათქვამი სიტყვებით მიულოცეს დედებს მათი დღე.
ეს ლამაზი და ემოციური ზეიმი სიხარულითა და ბავშვური გულწრფელობით იყო სავსე. პატარებმა, ასევე საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები გადასცეს მშობლებს.
„მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს ასეთი თბილი დღის შექმნისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა