| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძვირფასი ქალბატონების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
ღონისძიებით ბავშვებმა დედებსა და სკოლის ყველა მასწავლებელს დედის დღე გულითადად მიულოცეს.
სამივე კლასის დამრიგებლებმა - ფათიმა ხოცანიანმა, გაიანე მანუკიანმა სუსანა პარონიანმა ბილინგვური განათლების სპეციალისტთან, „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელ პრაქსია ისოიანთან ერთად, მშობლიურ და ქართულ ენებზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ღონისძიება მოამზადეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, მოირგეს მსახიობის როლი და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
ღონისძიების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი იყო ინტერვიუ, რომლის დროსაც მასწავლებლებმა გაიხსენეს თავიანთი დედები და გულწრფელად ისაუბრეს მათ შესახებ, რაც სკოლის საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერებით, ბავშვებმა ბევრი იშრომეს და განსაკუთრებულად, რათა დედებისთვის სიხარული და ბედნიერება მიენიჭებინათ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა