სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ენობრივი მარაგის გამდიდრებასა და სწავლისადმი ინტერესის ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო ღონისძიება
24-03-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ შემოქმედებით განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასში გამართული საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება - „Праздник букваря“, რომელიც რუსული ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს რუსული ანბანის ცოდნა და საწყისი ენობრივი უნარები. მათ წარადგინეს ლექსები, მონაწილეობდნენ სახალისო აქტივობებში, ასევე ჩაერთვნენ დიალოგებსა და თამაშებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი პროცესში, რაც ქმნიდა დადებით და მეგობრულ გარემოს. გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო როგორც ენობრივი უნარების განვითარებას, ისე სწავლისადმი ინტერესის გაძლიერებას.

ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება