სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა აგებული სიკეთის ქალაქი - მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
19-03-2026
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო აქტივობა მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

აღსანიშნავია მეტად საინტერესო პროექტი, რომელზეც მე-2 კლასელებმა იმუშავეს. 

პროექტი სახელწოდებით - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“, მე-2 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ლელა კირკიტაძემ შესთავაზა. 

მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ამ პროექტზე.  შექმნეს ჯგუფები, შეადგინეს იდეების რუკა, დახატეს ბავშვთა ქალაქი, იმსჯელეს საკითხზე - „მე რომ თომას ადგილზე ვიყო“.

მსჯელობით და ბევრი სახალისო იდეებით დატვირთულებმა საბოლოოდ ჯადოსნური ქალაქიც ააშენეს და სახელად „სატკბილეთი“ დაარქვეს. „სატკბილეთში“ გასართობი ატრაქციონების გვერდით ააგეს ნაყინისა და შოკოლადის სახლები, უფასო მაღაზიები, აქვე მოჩუხჩუხებს „კოკა-კოლასა“ და „ფანტას“ მდინარეები, ციდან იღვრება კანფეტების წვიმა და რაც მთავარია იქ მცხოვრებლებმა არაფერი იციან ბოროტების შესახებ.

ბავშვები მიხვდნენ, თუ მოვინდომებთ, სიკეთის ქალაქის აშენება ყველას შეგვიძლია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება