სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინოვაციების საერთაშორისო ონლაინ ბანაკში
19-03-2026
-
+


თბილისის №175 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და პროექტში. 

მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ საერთაშორისო ღონისძიებას - Foodathon 2025 - your chance to shape the future of the food.

Foodathon არის საერთაშორისო სოციალური ინოვაციის პროექტი, რომელმაც Junior Achievement Europe-მა, JA Africa-სთან თანამშრომლობით, ჩაატარა ინოვაციების ბანაკი მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით. (სუფთა წყალი და სანიტარია, ნიადაგის ნაყოფიერება, ჯანსაღი კვება).

პროექტის მიზანია მოსწავლეთა მეწარმეობის, ლიდერობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება, საკვების უსაფრთხოებისა და ნარჩენების პრობლემის გადაჭრის გზით. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეების გაერთიანებაა საერთო გამოწვევების საპასუხოდ.

საერთაშორისო ონლაინ ინოვაციების ბანაკში, თამარ მორგოშიას ხელმძღვანელობით, თბილისის №175 საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო სამი გუნდით. თბილისის №175 საჯარო სკოლის გუნდების მეწყვილე ქვეყნებად შეირჩნენ მონტენეგრო, სერბეთი და ალბანეთი.

ონლაინ ინოვაციების ბანაკი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებას, გუნდურ შეხვედრებს, იდეების დახვეწას, პრობლემის წარმოსაჩენად ვიდეორგოლის შექმნასა და პრეზენტაციის მომზადებას.

საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე 29 ქვეყნის მრავალ წარმომადგენელს შორის, თბილისის №175 საჯარო სკოლის ორი გუნდი დასახელდა საუკეთესო Top 10 გუნდს შორის.

მათ მიეცათ შესაძლებლობა, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით წარედგინათ პრეზენტაცია და თავიანთი პრობლემის გადაჭრის ხედვა გაეზიარებინათ საერთაშორისო ჟიურისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.

N175 საჯარო სკოლა, მადლობას უხდის თამარ მორგოშიას და პროექტში მონაწილე მოსწავლეებს.

„გისურვებთ უამრავ საინტერესო პროექტს და გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება