სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლე სკოლაში სწავლობს სიყვარულსა და ფასეულ ღირებულებებს“- ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე
18-03-2026
-
+


როგორ უნდა აღიზარდოს წარმატებული, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი მოსწავლე, რა როლი აქვს სკოლას ამ პროცესში და რატომ არის მნიშვნელოვანი მეგობრობა, მხარდაჭერა და სწორი გარემო - ამ საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე (სასწავლო დარგში) ჯულიეტა კაკაბაძე საუბრობს.

 ის გვიზიარებს საკუთარ ხედვას, თუ რატომ უნდა იყოს სასწავლო პროცესი არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული და ღირებულებებზე დაფუძნებული.

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ,როდესაც...

- არაფორმალურ გარემოში, სასკოლო თუ სკოლის გარეთ აქტივობებშია ჩართული, სასწავლო პროცესი სწორად არის დაგეგმილი და მოსწავლეს წარმატებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი; მას ვაძლევთ არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ვასწავლით საკუთარი ქმედების შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას. მოსწავლეში მუდმივი აღმოჩენა უნდა ხდებოდეს, რათა ის თავის შესაძლებლობებში დარწმუნდეს.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- საკუთარი თავისა და შესაძლებლობებისადმი რწმენა, ნათლად დასახული მიზნები, მოტივაცია და მხარდაჭერა, მაღალი აკადემიური დონე, პასუხისმგებლობა და მოყვასის სიყვარული, ძლიერი მხარის გამოკვეთა და გასაძლიერებელი მხარის--სწორი და მიზნობრივი რჩევა.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- სკოლა მნიშვნელოვანი სივრცეა მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარებისათვის, სადაც ცოდნასთან ერთად მოსწავლე სწავლობს სიყვარულსა და იმ ფასეულ ღირებულებებს, რომლებიც მოამზადებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისათვის და დაეხმარება საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში, ეროვნულ-პატრიოტულ მოტივს, ტრადიციის ერთგულებასა და პატივისცემას, ინკლუზიურ განათლებას, ჭეშმარიტ მოქალაქედ ჩამოყალიბებისა და სხვების მიმართ თანაგრძნობის განცდის უნარს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ხელს უწობს მოსწავლის სულიერ და ადამიანურ ზრდას, იცოდნენ ჭეშმარიტი ურთიერთობების ფასი, რომელიც დაფუძნებული იქნება სიყვარულზე, ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე, აღმოაჩინონ და იპოვონ საკუთარი თავი, შეიმეცნონ თუ რამდენად ძვირფასია მათი არსებობა ზოგადად საზოგადოებისათვის.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- სკოლაში სასწავლო პროცესი მიზანმიმართულად და სწორად არის დაგეგმილი, მრავალფეროვანი და მოსწავლეზე ორიენტირებულია, ქმნის მოსწავლის ჩართულობისა და შემოქმედებითი აზროვნების შესაძლებლობას, რის საფუძველზეც მოსწავლეს აქვს პიროვნულად და ინტელექტუალურად განვითარების შესაძლებლობა, მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებულია.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს ღვთის სიყვარულის, ემპათიის, თანამშრომლობის, პატივისცემის, მეგობრობის, მიმტევებლობის, კრიტიკული აზროვნების უნარებს.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ბავშვებისადმი სიყვარულმა და სურვილმა სხვებს შევუწყო ხელი განათლებასა და განვითარებაში. ჩემთვის მასწავლებლობა არ არის მხოლოდ გაკვეთილების ჩატარება, არამედ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის შთაგონება და მხარდაჭერაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება