სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პარტნიორობის გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მშობელთა საჭიროებებისა და ინტერესების კვლევა ჩატარდა
18-03-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში წახალისებულია. სწავლა-სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეთა მშობლებთან. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლასა და ოჯახს შორის ეფექტური თანამშრომლობა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ელისო მაწკეპლაძემ და მაკა ჭელიძემ ჩაატარეს მშობელთა საჭიროებებისა და ინტერესების კვლევა, რომლის მიზანი იყო მათი ხედვებისა და ჩართულობის შესაძლებლობების შესწავლა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 323-მა მშობელმა, რაც მიუთითებს სასკოლო საზოგადოების მაღალ ინტერესსა და პასუხისმგებლობაზე.

კვლევის მიზანია:

• სკოლის ძლიერი მხარეების გამოვლენა მშობლების ხედვით,

• განვითარების საჭიროებების განსაზღვრა,

• მშობელთა ჩართულობის მზაობის შეფასება,

• მშობელთა პროფესიული და მოხალისეობრივი რესურსის იდენტიფიცირება,

• სკოლისა და ოჯახის პარტნიორობის გაძლიერება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ:

მშობლები მაღალი მზაობით გამოირჩევიან. მათთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, მოსწავლეთა კეთილდღეობა და ისეთი სასკოლო სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას.

კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები მზად არიან:

  • გაუზიარონ მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება;
  • ჩაერთონ სასკოლო პროექტებსა და ღონისძიებებში;
  • მხარი დაუჭირონ სასწავლო, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას;
  • მონაწილეობა მიიღონ სკოლის გარემოს გაუმჯობესებაში;
  • ხელი შეუწყონ უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას;

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები მზად არიან ჩაერთონ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებსა და სპეციალურ პროექტებში, რაც სკოლას აძლევს შესაძლებლობას მიზნობრივად დაგეგმოს ერთობლივი აქტივობები.

კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება მშობელთა კლუბის გაძლიერებას, მათი საბჭოს ჩამოყალიბებასა და მოხალისეობრივი პროგრამების განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორობას.

ერთად ვქმნით უსაფრთხო, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ სასკოლო გარემოს ჩვენი ბავშვებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და კვლევას აფასებენ, როგორც პარტნიორობის გაძლიერებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება