სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს პოზიტიური განმავითარებელი შეფასება“ - გეზათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია მელია
18-03-2026
-
+


ნათია მელია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია, რომელიც მოწოდებულია ქვეყანას მომავალი მეცნიერები, ექიმები და უბრალოდ ღირსეული ადამიანები აღუზარდოს. 

მისი თქმით, მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ასწავლიდეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა - ზრდილობა, პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული...

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- როცა სისტემატიურად ვუმოწმებ და ვუფასებ დამოუკიდებელ სამუშაოებს და საშინაო დავალებებს.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- პოზიტიური განმავითარებელი შეფასება და წახალისება (მადლობის სიგელი, დიპლომი), აღიარება. 

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- თავდაჯერებულობას, ზრდილობას, პატივისცემას, ემპათიას, სამშობლოს სიყვარულს, დროისა და ემოციის მართვას. 

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- უზიარებენ ერთმანეთს შინაგან განწყობას, არ ხდება ჩაკეტილობა, ეიმედებათ ერთმანეთი, ერთმანეთს აძლიერებენ. 

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც... 

- შემოგვაქვს პრაქტიკული აქტივობები, თემა არის მათ მიერ შერჩეული, თვითონ არიან ჩართული პროექტის დაგეგმვაში. 

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- წაკითხულის გააზრების უნარი, ნებისყოფა, პასუხისმგებლობა. 

- ჩემი პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა... 

- ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, მერე დედამ, როგორც პედაგოგმა და დამრიგებელმა, მერე უკვე სკოლის დირექტორმა, რომელიც ისტორიის მასწავლებელი იყო და სულიერად გვძერწავდა. ყველა იყო ჩემთვის ავტორიტეტული მოდელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება