| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში სახელწოდებით -„8 მარტი“, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ძვირფას ქალბატონებს - დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს დღესასწაული.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და აღნიშნეს ქალის როლი საზოგადოებაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასის დამრიგებლები, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
პატარებმა წარმატებით გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები: მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ნორაირ აკოპიანი, რომელმაც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე და მადლობა გადაუხადა მათ აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა