| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ემსახურებოდა.
მე-2დ კლასის მოსწავლეებმა გამართეს ემოციური და გულწრფელი ღონისძიება სახელწოდებით: „დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო“.
პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და გულით ნათქვამი სიტყვებით დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს დედის სიყვარულს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი აზა ქარქაშაძე, რომელიც მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლის.
„განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღვნიშნეთ დედის დღე. მადლობა ყველა დედას უსაზღვრო სიყვარულისთვის, ზრუნვისა და თავდადებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მუდამ თქვენი შვილების წარმატებებით გახარებულ გულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა