სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც ის დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან და მოსწავლის ინტერესებთან“- ლეილი ესოიანი, ნინოწმინდის N4 საჯარო პედაგოგი 
17-03-2026
-
+


ლეილი ესოიანი ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, კრიტიკულ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ უნარებს ასწავლის. 

მისი თქმით, სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც ის დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან და მოსწავლის ინტერესებთან. ამ მიდგომებით, კი მოზარდებს წარმატებისკენ უბიძგებს. 

მისი თქმით, პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, ცოდნის გაზიარების და ბავშვების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილმა, დღეს კი მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ინგლისურის ენის მასწავლებელი ლეილი ესოიანი პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვაძლევთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მხარდაჭერა, ნდობა და საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რწმენა.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არამხოლოდ ცოდნას, არამედ...

- კრიტიკულ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ უნარებს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ქმნის უსაფრთხო გარემოს და აძლიერებს თანამშრომლობით სწავლას, გუნდურობას და საკომუნიკაციო უნარებს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- ის დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან და მოსწავლის ინტერესებთან.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის კრიტიკული აზროვნება.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ცოდნის გაზიარების და სხვების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება