| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ვიდეორგოლი მიუძღვნეს და სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.
„დედა ყველაზე ლამაზი სიტყვაა, რომლის თქმაც კაცობრიობას შეუძლია...“ - ამ სიტყვებით დაასათაურეს ვიდეორგოლი ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან კობეშავიძე), რომლითაც დედის დღე მიულოცეს დედებს.
ამ ნამუშევარში მათ წარმოაჩინეს დედისადმი პატივისცემა, მადლიერება და ის განსაკუთრებული სითბო, რომელიც დედის სიყვარულთან არის დაკავშირებული.
ვიდეორგოლში იგრძნობა ბავშვების გულწრფელი დამოკიდებულება და მათი სურვილი, სიტყვებითა და კადრებით გადმოსცენ დედის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სიყვარულის, მადლიერებისა და ოჯახის ფასეულობების გააზრებას.
ვიდეორგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოულოდნელმა სიურპრიზმა კი ზღვა ემოცია და სიხარული მიანიჭა დედებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა