| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმაანთლებლო ინიციატივაში, აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ახლახან, ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „მდგრადი განვითარების მიზნები“
კონფერენცია ორგანიზებული იყო, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე არსებულ ეკოკლუბ „ტერა ნუქსის“ ხელმძღვანელისა და მისი გუნდის მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ წევრები - მერაბ მამარდაშვილი და გიორგი ფხაკაძე.
მოსწავლეები კონფერენციაზე წარდგნენ თემებით - „მომავლის ქალაქი“ და „ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია“.
მოსწავლეთა პრეზენტაციებმა მსმენელის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორ სოფო გველესიანს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა