| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, IIIბ კლასში (დამრიგებელი სოფიო წერეთელი), კომპლექსური დავალების ფარგლებში, ჩატარებული ინტეგრირებული საგნების შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „ირემი“.
ამ გაკვეთილს წინ უძღოდა საინტერესო რესურსებით დატვირთული გაკვეთილები, რომელთა მასალები დირექციას და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტურად წარედგინა.
შემაჯამებელ გაკვეთილზე მე-3 კლასელები კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ ლექსს -„ირემი“ და ისევ სიღრმისეულად განიხილეს იგი.
საინტერესო სლაიდებით ჩაერთო ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მარინა ირემაძე და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნა კორძაძე. საბოლოო პროდუქტის სახით მოსწავლეებმა წარადგინეს პროგრამაში - paint, შექმნილი ირმის საცხოვრებელი გარემო.
ყველა დავალება თავისი ორიგინალობითა და თემის ზუსტი ასახვით იყო შესრულებული. გაკვეთილს უმაღლესი შეფასება მისცა დირექციამ და დამსწრე საზოგადოებამ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესოებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა