| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზად აღინიშნა.
სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძვირფასი ქალბატონების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
V-VI კლასების მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, აღნიშნეს დედის და მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
ღონისძიება გაიმართა პედაგოგ ეკა ვეზდენისა და ნინო კვიციანის მხარდაჭერით, კომპოზიციის ავტორი კი გახლდათ ნინო ბერიანიძე.
„დედა, ქალთა დღე, ლექსი, სიმღერა, ცეკვა, იუმორი... ეს იყო ჩვენი 6 მარტის „დღის წესრიგი“
V-VI კლასების მოსწავლეთა ღონისძიება - ეკა (აკა ვეზდენი) მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ნინო მასწავლებლის (ნინო ბერიანიძე) თბილი კომპოზიციითა და ცოტა ჩემი მხარდაჭერითაც.
ბედნიერი მაყურებელი, კოლეგები და მადლიერი მშობლები- ეს იყო შეფასება შრომისა და ერთგულებისა, რომელიც არ ილევა, საბედნიეროდ, ჩვენი სკოლის ცხოვრებაში!
ბედნიერი გაზაფხული ყველას!“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო კვიციანი და ღონისძიების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას გვიზიარებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა