სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცერონისის საჯარო სკოლაში დედის დღეს მხატვრულ-შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა
13-03-2026
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით გაიმართა თბილი და ემოციური ღონისძიება. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I, II, III და IV კლასის მოსწავლეები, რომელთაც დედის ამაგს შთამბეჭდავი სანახაობით შეასხეს ხოტბა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა დედის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებში მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვის კულტურის გაძლიერებას.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ლექსები, სიმღერები და სხვადასხვა სახის მხატვრულ-შემოქმედებითი ნომრები, რომლებიც დედებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო დაწყებითი კლასების მასწავლებლის ანა სეხნიაშვილის ხელმძღვანელობით. მისი ინიციატივით, მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს პროგრამა, რომელმაც დამსწრეებს განსაკუთრებული
ემოციები მოუტანა.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც, რომლებიც დიდი ინტერესითა და სიხარულით ესწრებოდნენ შვილების გამოსვლებს.

განსაკუთრებით ემოციური იყო მუსიკალური ნომერი, რომლის დროსაც მე-3 კლასელმა ანდრია თავშავაძემ და მისმა დედიკომ - მარიამ სუხიაშვილმა სიმღერა დედაზე შეასრულეს, რამაც დარბაზში განსაკუთრებული ემოციური განწყობა შექმნა.

ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პირველი კლასის დამრიგებელმა თამარ შათირიშვილმა, რომელიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში.

ღონისძიება დასრულდა დადებითი ემოციებითა და გულთბილი სურვილებით დედების მიმართ.

„ასეთმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლისა და ოჯახის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას უწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება