| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან კი მონაწილეობა მიიღეს მათემატიკის მუნიციპალურ კონფერენციაში - „თეორია პრაქტიკაში“.
ღონისძიებაში ჩაერთო შვიდი სკოლა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცხრა თემა. პრეზენტატორებმა ისაუბრეს მათემატიკის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
კონფერენციაში გორელოვკის N1 საჯარო სკოლიდან მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები - ვლადიმირ კუზნეცოვი და ვლადიმირ სმოროდინი.
მათ კონფერენციაზე წარადგინეს თემა - „ფიბონაჩის მიმდევრობა და ოქროს კვეთა მათემატიკაში“.
კონფერენციას ჰქონდა კონკურსის სახე, ჰყავდა ჟიური, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მასწავლებლები და რესურსცენტრის წარმომადგენელი, მათ წინასწარ წარმოდგენილი შეფასების კრიტერიუმებით გამოავლინეს გამარჯვებულები.
მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, გამარჯვებულებს კი სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა