| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში გლოვაა. სკოლა მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს ნინო ჯიხაიას ემშვიდობება.
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო, დიდ გულისტკივილს გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო ჯიხაიას.
არსებობენ ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებენ....... ნინო სწორედ ასეთი იყო – საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და კეთილი... ის ნაადრევად გაგვიფრინდა.........
ნინომ თან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი სიკეთე, სითბო და სიყვარული, რომელსაც ასე უხვად გასცემდა თანაკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ.
მისი ბრძოლა და სიმტკიცე ჩვენთვის მაგალითად დარჩება, ხოლო მისი ღიმილი – დაუვიწყარ მოგონებად...
ასმეექვსე სკოლა ის დირექცია, ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას. თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესია...
ასმეექვსე სკოლა ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ვლოცულობთ მისი სულისთვის.
მშვიდობით, ჩვენო თბილო და საყვარელო ნინიკო!“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ნინო ჯიხაიას ოჯახსა და სკოლას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მოსწავლის გარდაცვალების გამო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა