სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისი N24 საჯარო სკოლაში, დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საოცარი ღონისძიებები გაიმართა
13-03-2026
-
+


ქუთაისი N24 საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა. სკოლაში კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებში საოცარი ღონისძიებები გაიმართა.

დედის დღესთან დაკავშირებით, IIIბ კლასში - „სიყვარულით სავსე დღესასწაული!“ გაიმართა. დამრიგებელ მაია ახალაძის ინიციატივით, IIIბ კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს დაუვიწყარი დღე მოუწყვეს!

დღის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და მხიარული აღმოჩნდა:

„რამდენად კარგად ვიცნობ დედიკოს?“ – წინასწარ შედგენილი კითხვარებით პატარებმა გამოიცნეს დედების საყვარელი საქმიანობა, ფერი, საკვები და დასასვენებელი ადგილი.

„ჩემი დედა სუპერგმირია“– ბავშვებმა შექმნეს ულამაზესი პოსტერები, სადაც დედიკოები საუკეთესო თვისებებით დაახასიათეს.

ინტელექტუალური შეჯიბრი – განსაკუთრებული მხიარულება გამოიწვია თამაშმა - „დაასრულე ქართული ანდაზა“, სადაც შვილები და დედები ერთმანეთს ცოდნასა და სხარტ აზროვნებაში ეჯიბრებოდნენ.

დღე ულამაზესი ლექსებითა და სიმღერებით დაგვირგვინდა.

ღონისძიების მონაწილეებმა მადლობა გახაუხადეს დედიკოებს იმ სითბოსთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვიზიარებენ!

მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა კი დამრიგებლის ხელმძღვანელობით ვიდეომისალოცი მოამზადეს და დედებს ეს ლამაზი დღესასწაული ორიგინალურად მიულოცეს. 

ნამდვილი გაზაფხილის ზეიმი მოაწყვეს IIIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნათია აბულაძის ხელმძღვანელობით. მე-3 კლასელები ლამაზი ლექსებით მოეფერნენ დედიკოებს.

დამსწრე საზოგადოებას კი შესთავაზე მუსიკალური რეპერტუარები და ინსცენირებები.

„ეს დღე გაჟღენთილი იყო ყვავილებისა და სიყვარულის სურნელით მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დედის დღე ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს პედაგოგ ირმა მონიავას მოსწავლეებმა. ბავშვებმა ხოტბა შეასხეს დედის ამაგს და ხაზი გაუსვეს მის როლს ადამიანის ცხოვრებაში. 

გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს მე-6 ბ კლასის მოსწავლეებმა( პედაგოგი ხატია ფხაკაძე) მათ მთელი გულით გამოხატეს, დედისადმი სიყვარული, პატივისცემა, მადლიერება და შემოქმედებითი ნომრებით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი დედის უმნიშვნელოვანეს როლს ცხოვრებაში. 

ლამაზი ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ირინნა ჩხაიძემ. 

დედის დღესთან დაკავშირებით, IVა კლასში (დამრიგებელი თეა არონია) ნამდვილი საოცრება დატრიალდა. შეხვედრა დაიწყო საინტერესო პროვოცირებით: ბავშვებმა აღმოაჩინეს „ოქროსფერი ძაფი“ სიმბოლო იმ უხილავი და მტკიცე კავშირისა, რომელიც მათ დედიკოებთან აერთიანებთ.

პატარა ლიზას შესახებ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, კლასში ემოციური და სახალისო აქტივობების სერია დაიწყო:

სიყვარული სიტყვების გარეშე: შვილებმა დედებს ზურგზე ხელით „მოუხაზეს“ სიყვარულის ნიშნები, დედიკოებმა კი გამოიცნეს შვილების ფარული გზავნილები.

სურვილების ქსელი: ოქროსფერი ძაფის გადაწოდებითა და თბილი სიტყვების თქმით, კლასში ნამდვილი კეთილი სურვილების ქსელი გაიბა.

ვიქტორინა: „რამდენად კარგად ვიცნობთ დედიკოს?“ - ამ აქტივობამ ბევრი იუმორი და სიხარული მოუტანა დამსწრეებს.

დღის ბოლოს, ბავშვებმა დედებს მაჯაზე ოქროსფერი ძაფები შეაბეს და ყველაზე სანუკვარი სურვილები ჩასჩურჩულეს.

კვირეულმა მართლაც საოცარი ღონისძიებები გააერთიანა და სკოლაში ლამაზი ემოციები დაატრიალა. 

იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება