| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - თამილა ირემაშვილის ორგანიზებით, ჩატარდა მათემატიკის მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით - „თეორია პრაქტიკაში“.
კონფერენციაში მონაწილეობდა შვიდი სკოლა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი თემები, სადაც ნათლად წარმოაჩინეს მათემატიკის თეორიის პრაქტიკაში გამოყენება.
მოხსენებები მოიცავდა შემდეგ თემებს:
ღონისძიებას ჰყავდა ჟიური, რომლის წევრებმაც წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს მონაწილე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი თემები.
კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებსთვის მეტად ინფორმაციული და სასწავლო -შემეცნებითი აღმოჩნდა.
„პრეზენტაციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას.
ვულოცავ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც.
მადლობა რესურსცენტრს გვერდში დგომისა და დახმარებისათვის!
მადლობა ყველა მონაწილე სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეს! მუდამ საინტერესო აქტივობები, აქტიურობა სასკოლო ცხოვრებაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა