სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქალთა როლი მეცნიერებაში“ - ნავარძეთის საჯარო სკოლაში მარტის დღესასწაულებს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
12-03-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა და ემსახურებოდა ქალის როლის ხაზგასმას მეცნიერების განვითარებაში. 

როგორ სკოლაში აღნიშნავენ, ქალი საზოგადოებაში, მეცნიერებასა და ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. მისი სიძლიერე, სიბრძნე, შრომა და სიყვარული ხშირად უხილავად, მაგრამ უმნიშვნელოვანესად განსაზღვრავს როგორც მომავალი თაობების აღზრდას, ისე საზოგადოების განვითარებას.

სწორედ ამიტომ, ნავარძეთის საჯარო სკოლის VIII-IX -X კლასის მოსწავლეებმა, ასმათ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ჩაატარეს ღონისძიება - „ქალთა როლი მეცნიერებაში“. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს და საზოგადოებას წარუდგინეს გამორჩეული მეცნიერი ქალები, გაახსენეს მათი დაუღალავი შრომა, გამბედაობა და ის უდიდესი კვალი, რომელიც მათ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში დატოვეს.

„თითოეულმა ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ ძლიერია ცოდნისა და მიზნისკენ სწრაფვის ძალა. ღონისძიება სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე, მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და მშობლებს მინდვრის ყვავილები მიართვეს, რითაც კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება ყველაზე ლამაზი საჩუქარია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტოკადრებს გვიზიარებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება