| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო დედის როლის ხაზგასმა და ძვირფასი ქალბატონების მიმართ სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა.
მოსწავლეებმა სიყვარულით და პატივისცემით მიულოცეს დედებს ეს განსაკუთრებული დღე. მათ წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მუსიკალური და თეატრალური ნომრები და საკუთარი ხელით დამზადებული ბარათებით მადლობა გადაუხადეს დედებს სითბოსა და მზრუნველობისთვის.
ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, სითბოთი და მადლიერებით, რადგან დედა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანია.
მე-9 კლასელებმა კი გადაწყვიტეს ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის სიურპრიზი მოეწყოთ. მოსწავლეებმა ინიციატივას დამრიგებლის ეკა მურადაშვილის ხელმძღვანელობით შეასხეს ფრთა და დედებს ლამაზი წუთები და ემოციები აჩუქეს.
„სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა არის გმირობა“- აღნიშნეს მე-9 კლასელებმა და მშობლებს სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გაუკეთეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა