| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეკა ვეზდენი წალკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავს და გზას უკვალავს ხელოვნების სამყაროში. ამასთან საგანთან ერთად მოსწავლეებს ღირებულებებს ასწავლის, მიაჩნია, რომ სწავლება მოსწავლის პიროვნულ განვითარებას, პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებასაც მოიცავს.
ეკა ვეზდენი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხაზს უსვამს ნდობისა და წახალისების მნიშვნელობას. მისი თქმით, მოსწავლის წარმატება იწყება მაშინ, როდესაც მასწავლებელი ხედავს და აფასებს თითოეული ბავშვის ნიჭსა და შესაძლებლობას, ხოლო სკოლა ცოდნასთან ერთად ცხოვრებისეულ ღირებულებებსაც აძლევს მომავალ თაობას
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალკის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ეკა ვეზდენი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვენდობით, გვჯერა მისი და ისე ვექცევით, როგორც თანასწორს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- წახალისება, მოტიცაციის ამაღლება, მისი ნიჭის და უნარ-ჩვევების წარმოჩინება.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ცხოვრებისეულ ღირებულებებს, რაც საზოგადოების სრულფასოვან წევრად წარმოაჩენს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ის სწავლობს სხვისი აზრების მოსმენას, პატივისცემას, დაფასებას და ივითარებს უნარს, დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში.
- სწავლა ხდება საინტერესო, როცა...
- სწავლა-სწავლების მეთოდს იყენებს მასწავლებელი.
- უნარი, ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- არის თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა.
-ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
-ჩემი ქართულის მასწავლებელმა, ბავშვების სიყვარულმა, ბავშვობის ემოციებმა, ამიტომ ისწავლო და ასწავლო დევიზად დავისახე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა