| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლის გეგა ხილაძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
მე-6 კლასელმა ძიუდოში, საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ძიუდოში, საქართველოს პირველობა 9 მარტს თბილისში გაიმართა, სადაც 2014-2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის, 42 კგ.წონით კატეგორიაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-6 კლასელი გეგა ხილაძემ წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მედალი მისთვის, ფიროსმანის საჯარო სკოლისთვის და მთელი სოფლისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან პირველი ჯილდოა სოფლის სპორტული ცხოვრების ისტორიაში.
გეგას მწვრთნელები - კახა წიკლაური და ნიკოლოზ ხუზაურაშვილი სპორტსმენს ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, პერსპექტიულ მოზარდს, რომელიც პირობას დებს, რომ, მომავალში, მედლის სინჯი ოქროთი შეიცვლება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი, სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლა და სოფელი ფიროსმანი ულოცავს გეგას, მათ მშობლებს, მწვრთნელებს, მუნიციპალიტეტს ამ ღირსეულ ჯილდოს და მომავალში სპორტსმენს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა