| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას.
სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ციტატები საყვარელი წიგნებიდან. ასევე გააცოცხლეს პერსონაჟები თავიანთი საყვარელი ნაწარმოებიდან.
ამ დღეს აღინიშნა, რომ ეს დღე მიზნად ისახავს წიგნის სიყვარულის გავრცელებასა და კითხვის მნიშვნელობის შეხსენებას. წიგნი ხომ ცოდნის, გამოცდილებისა და სიბრძნის წყაროა.
კითხვის საშუალებით ადამიანი ავითარებს აზროვნებას, ამდიდრებს სიტყვიერ მარაგს და ეცნობა სხვადასხვა ეპოქასა და კულტურას. წიგნი გვასწავლის მეგობრობას, ერთგულებას, სიკეთესა და პასუხისმგებლობას.
„წიგნი არის საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ახალ სამყაროს გვიხსნის“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებსსაც წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა