სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო!“ - კოთელიის საჯარო სკოლაში დედის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა 
10-03-2026
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა ლამაზი ღონისძიება სახელწოდებით - „დედავ, ცხოვრების დიდო საწყისო!“, რომელიც ყველაზე ძვირფასი ქალბატონების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ეს ლამაზი დღესასწაული სკოლის ახლადრეაბირიტირებულ დარბაზში იზეიმეს,  რომელიც მოსწავლე-მასწავლებლებმა ღონისძიებისთვის საგულდაგულოდ მორთეს. 

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ზალიკო მაისურაძე, რომელმაც მიწვეულ სტუმრებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დედის დღე.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას ცეკვა და კიდევ მრავალი აქტივობა, იყო გამოცანები, სკეჩები...

მოსწავლეებმა არ დაივიწყეს იმ გმირი ვაჟკაცების დედების პატივისცემაც, ვინც სამშობლოს გმირი შვილები აღუზარდა, კოთელიის საჯარო სკოლაც ხომ ერთ-ერთი გმირის სახელს ატარებს.

იყო გამოცნობანა - „ვინ უკეთ იცნობს თავის შვილს“. ზეიმის ბოლოს პატარებმა თავიანთი ხელით შექმნილი საჩუქრები გადასცეს დედიკოებს, იყო ბევრი სამადლობელი სიტყვა.

კოთელიის სკოლა დიდ მადლობას უხდის მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, პატარების და მათი მშობლების გახარებისთვის.

„ყველას გილოცავთ დედის დღეს,დაე ყველა დედა იყოს ბედნიერ თავისი შვილის მომავლით, წარმატებებით, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მომავლი გააზლიერებს და გააბრწყინებს ჩვენს საქართველოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება