| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის I-II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მარიამ ზურებიანის ხელმძღვანელობით, დედის დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული და ემოციური ვიდეოკოლაჟი მოამზადეს.
პატარებმა გულწრფელი სიტყვებით, თბილი სურვილებითა და სიხარულით სავსე ემოციებით მიულოცეს დედებს ეს მნიშვნელოვანი დღე.
ვიდეოში თითოეულმა მოსწავლემ სიყვარული და მადლიერება გამოხატა ძვირფასი ქალბატონების მიმართ.
ბავშვების გულწრფელმა სიტყვებმა და უშუალო ემოციებმა ვიდეოკოლაჟი განსაკუთრებით თბილი და დასამახსოვრებელი გახადა.
ამ ინიციატივით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს დედებისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა, დედებს კი დაუვიწყარი წუთები აჩუქა.
„დედა არის პირველი სიტყვა, პირველი სითბო ჩვენს ცხოვრებაში. დედის გული ადგილი სადაც სიყვარული იწყება და არასდროს მთავრდება I–II კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეოკოლაჟი, სადაც გულწრფელი სიტყვებითა და ემოციებით ულოცავენ დედებს ამ მნიშვნელოვან დღეს. ეს არის ბავშვების გულიდან წამოსული „მიყვარხარ“, რომელიც ალბათ ყველა დედის სულის სიმებს შეეხო.
გილოცავთ დედის დღეს! ვუსურვებთ ყველა დედას, რომ საკუთარი შვილების წარმატებითა და სიყვარულით იამაყონ და მუდამ ბედნიერები იყვნენ“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა ვიდეოკოლაჟს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა