სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლახამულას საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს კოლეგებმა და აღზრდილებმა დაბადების დღე გამორჩეულად მიულოცეს
10-03-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელის ლუარა სარიშვილის დაბადების დღე კოლეგებმა და მისმა აღზრდილებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

პედაგოგებმა და მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, ამაგდარი მასწავლებლისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი გაეხადათ და მისთვის მადლიერება გამოხატეს მრავალწლიანი თავდადებული შრომისა და ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

სიურპრიზებითა და თბილი სიტყვებით სავსე შეხვედრაზე კოლეგებმა და მოსწავლეებმა გაიხსენეს მასწავლებლის პროფესიული გზა, მისი დაუღალავი შრომა და ის სიყვარული, რომელსაც მოსწავლეთა-აღზრდა განათლებაში დებს. 

აღსანიშნავია, რომ ლუარა სარიშვილი 30 წელი ასწავლიდა ლახამულას საჯარო სკოლაში, ახლა კი მოხუცებულთა პანსიონატის ბენეფიციარია, სადაც ხშირად სტუმრობენ ძვირფასი ადამიანები.

„ბედნიერი და დაუვიწყარი დაბადების დღე კოლეგებთან: ლალი მარგიანი, კობა შონია, აღზრდილებთან: ზვიად საბანიძე, სისი საბანისძე, დავით კვირიკაძე, ლუკა კვირიკაძე, ლექსო, ბექა ანსიანი, აღზრდილების პაწაწა შვილებთან, პოეტებთან, ახალ მეგობრებთან; ჯილდო თაობებზე გაწეული ღვაწლისთვის სკოლის დირექტორ ნაზი ჭიღლაძისგან, ტორტი, შუშხუნები, სანთლები, თაიგულები კოლეგებისგან, აღზრდილებისგან; თბილი მილოცვები, კეთილი სურვილები და ყველაზე საყვარელი მილოცვა პატარებისგან: „გილოცავ, გილოცავ, გილოცავ! -გამორჩეულად ლამაზი, ამაღელვებელი და ემოციური იმდღევანდელი ვიდეოებიდან. 

დიდხანს იცოცხლეთ ასეთ სიყვარულში, ჩვენ კი კიდევ ბევრჯერ გაგვეხარებინოს თქვენი გული, ძვირფასო ლუარა მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ დღის ამსახველ ვიდეოებს გვიზიარებენ.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება