| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
სკოლაში, ქართული ენის კათედრის ორგანიზებით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებისთვის მზადება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ამზადებდნენ სადღესასწაულო აქსესუარებს სცენისათვის, იმეორებდნენ ლექსებს, სიმღერებს და დიალოგებს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა მესამე კლასის ყველა მოსწავლე ასევე მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე და მეათე კლასის ის მოსწავლეები, რომლებიც ქართული ენის შემსწავლელ კურსზე დადიან.
ღონისძიების ფარგლებში შემოქმედებითი კონკურსიც მოეწყო. მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს საკონკურსო ნამუშევრები - ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძიების დღეს სკოლაში დილიდან ჟრიამული ისმოდა, მასწავლებლები, მხიარული ბავშვები და ბედნიერი დედები მოუთმენლად ელოდებოდნენ ზეიმის დაწყებას.
ლექსისა და სიმღერის თითოეული სიტყვა სიყვარულით ავსებდა მაყურებელს. დაჯილდოვდნენ შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებულებით. ზეიმის ბოლოს სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
„ამ დღის აღნიშვნა ჩვენი სკოლის ისტორიის ნაწილია. მოსწავლეების გააქტიურებას, მოტივაციის ამაღლებას და მშობლების ჩართულობას უწყობს ხელს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა და ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა