სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხული ჩვენს გარშემო“ - შთამბეჭდავი პროექტი სკოლა „ანაბასისში“
09-03-2026
-
+


სკოლა „ანაბასისში“ წარმატებით განხორციელდა პროექტი „გაზაფხული ჩვენს გარშემო“, რომლის პრეზენტაციაც პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ლამაზად და შთამბეჭდავად წარმოადგინეს სკოლის სააქტო დარბაზში, მშობლებისა და მიწვეული სტუმრების წინაშე.

პროექტი ერთობლივად განახორციელეს პირველმა და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო სასარგებლო თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ორი კლასის ოთხმა ჯგუფმა აუდიტორიას წარუდგინა პროექტის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა საინტერესო პროდუქტი - პრეზენტაციები, ნახატები და ანიმაციური ფილმები.

ჯგუფების შემადგენლობაში იყვნენ როგორც პირველკლასელები, ისე მე-4 კლასელები. პირველკლასელებისთვის მე-4 კლასელები ერთგვარ მოდელებად იქცნენ  მათთან ერთად სწავლობდნენ, როგორ უნდა იმუშაონ პროექტზე, როგორ აიღონ პასუხისმგებლობა, დასვან კითხვები, მოიძიონ სწორი პასუხები, მოიპოვონ ინფორმაცია და სწორად წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები.

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც, რამაც პროცესს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და მხარდაჭერა შესძინა.

პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი მარიამ ჭულუხაძე. პროექტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა იმით, რომ იგი ინტეგრირებული იყო ხელოვნებასთან. ხელოვნების პედაგოგმა, ნანა გიორგაძემ, მოსწავლეებთან ერთად ნახატების საშუალებით შექმნა ანიმაციური ფილმები. ტექნოლოგიებთან კავშირი თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტია.

„ჯგუფებს სახელწოდებები მათი თემების მიხედვით ჰქონდათ შერჩეული:
„გაზაფხულის მახარობლებმა“ გაგვაცნეს ის სიახლეები, რომლებიც გაზაფხულის მოსვლას მოსდევს.

 „ცისარტყელამ“ ყურადღება გაამახვილა გაზაფხულის ამ მშვენიერ თანამგზავრზე და ფერების საიდუმლო გაგვიმხილა.

„ლურჯმა ყვავილმა“ ია კიდევ უფრო შეგვაყვარა და დაგვიმეგობრა.

 „გაზაფხული და დედა“ კი წარმოაჩინა ემოციური კავშირი წლის ამ ლამაზ დროსა და დედას — ყველაზე ძვირფას ადამიანს შორის.

პროექტის მონაწილეებმა დედიკოებს ორიგინალური სიურპრიზებიც მოუმზადეს. პირველკლასელებმა საკუთარი ხელით შექმნილი ბარათები აჩუქეს, რომლებშიც დიდი მონდომებით ჩაწერეს ახლად ნასწავლი ასო-ბგერებით დაწერილი მილოცვები. მე-4 კლასელებმა კი საიდუმლოდ შეიძინეს საჩუქრები და სიყვარულით გადასცეს დედებს.

საღამომ ძალიან თბილად და ემოციურად ჩაიარა. პროექტმა თავისი მიზანი ნამდვილად გაამართლა.

ვულოცავთ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის ხელმძღვანელს მარიამ ჭულუხაძეს, ხელოვნების პედაგოგს ნანა გიორგაძეს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის პრეზენტაცია გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება