| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება“, რომლის ფარგლებში Vll კლასში, ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „მავნე ჩვევები და მათი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე“.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა განიხილეს მავნე ჩვევებთან დაკავშირებული საფრთხეები, წარადგინეს საკუთარი პრეზენტაციები და ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო იდეები.
აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებში მავნე ჩვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრევენციის გზები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის სიღრმისეული გააზრება და კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვისა უნარის განვითარება.
„ასეთი აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს სწორი არჩევანის გაკეთებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გააზრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ბელა ჯამდელიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა