| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საზოგადოება „ძველი ქუთაისის“ დარბაზმა განსაკუთრებულ სტუმრებსა და ემოციებს უმასპინძლა. ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა გაზაფხულის დღესასწაულები - დედისა და ქალთა დღეები - ღვაწლმოსილ ქალბატონებს, ჩვენს საამაყო ბებიებსა და დედებს მიულოცეს.
ეს არ იყო მხოლოდ ღონისძიება, ეს იყო თაობათა შორის უწყვეტი კავშირის საუკეთესო მაგალითი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარების მიერ გულით ნამღერმა სიმღერებმა, წაკითხულმა ლექსებმა და საკუთარი ხელით მომზადებულმა საჩუქრებმა დარბაზში საოცარი სითბო შეიტანა.
„მადლობა ჩვენს პატარებს იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ ხანდაზმულ ქალბატონებს მიანიჭეს. სწორედ ასეთი ურთიერთობებით იკვრება წარსულსა და მომავალს შორის ის მტკიცე ხიდი, რასაც ტრადიცია და ერთმანეთის პატივისცემა ჰქვია. გაზაფხულს გილოცავთ! მადლობა მასპინძლობისთვის ირმა ქურასბედიანს. მადლობა კლასის დამრიგებელს მანანა გეწაძე-ხურციძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა