სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სიურპრიზი დედებს
09-03-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება -  „დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო!“ , რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა მიწვეულ დედიკოებს სიურპრიზით მიულოცეს. ღონისძიება დედაშვილური ვალსით დაიწყო. „დედიკო, შენ ჩემი დედოფალი ხარ“!-ამ ფრაზით თმა გვირგვინებით დაუმშვენეს საყვარელ დედიკოებს.

ლამაზი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს მათ საიმედო დედიკოებს.

„დედის ხელი შვილის ხელში“- ამ პრინციპით მეტად ავაკაშკაშეთ დედის ანთებული გული. მონიტორზე, მუსიკის ფონზე, სლაიდშოუ ვაჩვენეთ. ფოტოები მათ დედაშვილობას, პატარა ასაკიდან დღემდე პერიოდს, ასახავდა. ღონისძიება აცრემლებული დედის თვალებითა და ფეიერვერკით დაიხურა.

გვსურს გულითადად მივულოცოთ ყველა დედას ეს განსაკუთრებული დღე. დედობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, სიყვარული და თავდადება, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ძლიერ ოჯახებსა და უკეთეს საზოგადოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და უსაზღვრო ბედნიერებას. მადლობა იმ სითბოსა და ზრუნვისთვის, რომელსაც თაობებს გადასცემთ. გილოცავთ დედის დღეს!“,- გვიყვება კლასის ხელმძღვანელი ალექსანდრა კვიციანი.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - 

„შენ ხარ ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვაფასებ.
მადლობა უსაზღვრო სიყვარულისთვის, მოთმინებისთვის და ყველაფრისთვის,
რასაც ყოველდღე აკეთებ ჩემთვის.
დედა, გილოცავ დედის დღეს!
მადლობა ყველაფრისთვის - შენი სიყვარული, ზრუნვა და მხარდაჭერა ჩემი
ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია.
ძალიან მიყვარხარ!“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება