სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას ქალბატონებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
09-03-2026
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლ​აში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

ეს ლამაზი დღესასწაული არაერთ კლასში აღინიშნა. 

დედის დღისადმი მიძღვნილი თბილი და ემოციური ღონისძიება მოამზადეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა. 

ღონისძიება იყო სავსე სიყვარულით, პატივისცემითა და გულწრფელი ემოციებით. მოსწავლეებმა ლამაზი სიტყვებით, სიმღერებითა და თბილი მოფერებით დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. ღონისძიებამ მრავალი სასიამოვნო მომენტი და სითბო მოუტანა ყველას, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს დაესწრო.

ჭალადიდის საჯარო სკოლა გულითად მადლობას უხდის მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისა და გულით შესრულებული ნომრებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის კლასის ხელმძღვანელს, შორენა მურუსიძეს, ღონისძიების მომზადებისა და გაწეული დიდი შრომისთვის.

დედის როლსა და ამაგს ლექსებით შეასხეს ხოტბა ნანა თაკალანძის მოსწავლეებმა. 

„დედა არის ყველაზე თბილი და ძვირფასი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში. მისი სიყვარული უსაზღვროა და ყოველთვის ჩვენს გვერდით არის“, - აღნიშნავს პედაგოგი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

გაზაფხული პირველი დღესასწაული იზეიმეს პედაგოგ ლუიზა ფირცხელავას პატარებმაც. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და დედებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. 

„გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რამდენად დიდი ძალა აქვს დედის სიყვარულს და ქალის სითბოს.  მადლობა ჩვენს საყვარელ ბავშვებს ამ ლამაზი და დაუვიწყარი დღისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია დედის სიყვარული და ის სითბო, რომელიც სკოლასა და ოჯახს აერთიანებს

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება