სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარალეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს 
06-03-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი ღონისძიებით აღინიშნა. 

ღონისძიებამ, რომელიც პედაგოგების ირინა გოგოლაძისა და ნათელა გვარამაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, არაერთი შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. 

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს თემატური ლექსები, სიმღერები, ცეკვები,რომლებიც მიუძღვნეს დედიკოების და ქალბატონებს. მოსწავლეებმა გულწრფელი სიტყვებით მიულოცეს დედებსა და ქალბატონებს ეს მნიშვნელოვანი დღეები და გამოხატეს მათდამი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო ქალის და დედის  როლის დაფასება საზოგადოებაში, ოჯახის მნიშვნელობის წარმოჩენა და მოსწავლეებში დადებითი ღირებულებების გაძლიერება.

„ღონისძიებაზე გვყავდა პატარა სტუმარი რომლის მიერ შესრულებულმა ცეკვამ უფრო გაალამაზა და გაამხიარულა აღნიშნული ღონისძიება“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სადღესასწაულო პროგრამამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება