სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სითბოსა და სინათლის შთაგონება“ - 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
06-03-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში I-VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი თბილი და შთამაგონებელი სასკოლო ღონისძიება -„სითბოსა და სინათლის შთაგონება“.

ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ 3 და 8 მარტის მნიშვნელობა, გაეძლიერებინათ პატივისცემა დედის, ქალისა და ზოგადად ადამიანის მიმართ, ხოლო შემოქმედებითი აქტივობებით გამოეხატათ მადლიერება, თანასწორობა და ერთიანობა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები:

  • I–II კლასის მოსწავლეებმა გულით შექმნეს მისალოცი ბარათები, თქვეს ლექსები და შეასრულეს დედაზე მიძღვნილი სიმღერები;
  • III–IV კლასებმა წარმოადგინეს სცენური ჩანართი — „ერთი დღე დედის ცხოვრებაში“, რომელმაც დარბაზი ემოციითა და სითბოთი აავსო;
  • V–VI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს სიტყვები თემაზე  „ცნობილი ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“.

შეიქმნა კედლის გაზეთები და პოსტერები, როგორც „სითბოსა და სინათლის“ სიმბოლოები.

ღონისძიება ორგანიზებული იყო განგა ჭუჭხაშვილის (II კლასის დამრიგებელი) და ლია მეხრიშვილის (I კლასის დამრიგებელი) ხელმძღვანელობით.  

სკოლის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის მათ თავდადებისთვის, გულისხმიერებისა და იმ სიყვარულისთვის, რომელიც ბავშვების თითოეულ სიტყვასა და ნამუშევარში იგრძნობოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.

დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიება ძალიან დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულად ამდიდრებს სასკოლო ცხოვრებას და ზრდის ბავშვებში ღირებულებით დამოკიდებულებებს.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჩიტაურმა ორგანიზატორებს გადასცა მადლობის სიგელები, ხოლო მონაწილე კლასებს სიგელები აქტიური ჩართულობისა და შემოქმედებითი მუშაობისთვის.

„მშობელთა ჩართულობამ უფრო მეტი ხიბლი შესძინა თითოეულ ნომერს და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია შვილის ცხოვრებაში და უფრო მეტად ალამაზებს მათ ცხოვრებას. მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას ამ ლამაზი დღისათვის.  ვულოცავთ ყველა ქალს, დედას, მასწავლებელსა და ჩვენს მოსწავლეებს ამ ლამაზ დღესასწაულებს!  გისურვებთ სითბოთი, სიყვარულითა და სინათლით სავსე დღეებს , თქვენ მართლაც იყავით „სითბოსა და სინათლის შთაგონება“!“,- აფასებს ღონისძიებას დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და ყველა წალბატონს ულოცავს მარტის დღესასწაულებს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება