სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ეკოკლუბმა ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე გასვლითი ღონისძიებით აღნიშნა 
06-03-2026
-
+


არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომელსაც სკოლის დირექტორი ირინე ცაავა ხელმძღვანელობს. ეკოკლუბელები არაერთ გარემოსდაცვით აქტივობაში არიან ჩართულნი და საზოგადოებასაც მაღალი ეკოლოგიური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. 

2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 1971 წლის 2 თებერვალს ქალაქ რამსარში 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ“, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც რამსარის კონვენცია. კონვენცია წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომლის მიზანია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა, მათი მდგრადი გამოყენება და ამ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. 

საქართველო კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. რამსარის საიტებად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები: ჭურიისა და ნადარის ჭაობები, ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები, პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია და ისპანის ჭაობები ქობულეთთან.

სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, სკოლა „ოცნების“ დირექტორის, სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელის, ირინე ცაავას ინიციატივით, ეკოკლუბის წევრები ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ.

ექსკურსიის ფარგლებში გიდებმა მოსწავლეებს გააცნეს:

  • საქართველოში ჭაობების გავრცელების არეალები;
  • მათი ჩამოყალიბების ისტორია;
  •  უნიკალური ბიომრავალფეროვნება.

ეკოკლუბელებმა დაათვალეირეს ისპანი I და ისპანი II-ის სფაგნუმიანი ტორფიანი ჭაობები, გაეცნენ მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონული და ადგილობრივი კლიმატის რეგულირების პროცესში.

ადგილზე დააკვირდნენ მცენარეთა და ფრინველთა მრავალფეროვან სახეობებს და გაიგეს, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეს ტერიტორიები გადამფრენი ფრინველების სამიგრაციო გზის უწყვეტობის შენარჩუნებაში.

„განსაკუთრებით საინტერესო იყო პალიასტომის ტბას და მდინარე კაპარჭინას დათვალიერება ქალაქ ფოთიში — ბუნებისა და წყლის ეკოსისტემების უნიკალური თანხვედრა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიების დაცვა.

ასეთი გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეებში გარემოზე ზრუნვის კულტურას აყალიბებს, ავითარებს ეკოლოგიურ ცნობიერებას და პასუხისმგებლობის გრძნობას ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართ“,- გვეუბნება სკოლის დირექოტი, ეკოკლუბის ხემძღვანელი ირინე ცაავა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება