სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და ღრმაშინაარსიანი ღონისძიება ცაგერის საჯარო სკოლაში 
06-03-2026
-
+


ცაგერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მომსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ ახალისებენ მათ შემოქმედებითობას. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის მიღწევები დამოკიდებულია მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი სიყვარულზე. ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნონა ბერიძე ერთ-ერთი იმ პედაგოგთაგანია, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და თავისი პროფესია. მისი აღსაზრდელები გამოირჩევიან სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით.  როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნონა მასწავლებელი ყოველთვის გამოირჩევა შინაარსიანი და მიზანმიმართული ღონისძიებებით, რომლებიც მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას უწყობს ხელს.

სწორედ, ასეთი ლამაზი და ღრმაშინაარსიანი ღონისძიება ჩაატარა თავის სადამრიგებლო (მე-4 კლასი) კლასში დედის დღესთან დაკავშირებით. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და მშობლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან მასწავლებელს შემოქმედებითი მიდგომებისთვის. 

„მადლობა, ნონა მასწავლებელს. კვლავ ულევ წარმატებას ვუსურვებთ თავის  მოსწავლეებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება