| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში პროექტი - „ექვთიმე“ წარმატებით გრძელდება. პროექტის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
პროექტ „ექვთიმეს“ წევრებმა 23 თებერვალს, თებერვლის მძიმე, მწუხრი დღეები და თებერვლის გმირები გაიხსენეს.
ანა ბოლქვაძემ, მარიამ სურმანიძემ, სალომე ბერიძემ, გიორგი სურმანიძემ, გიორგი წილოსანმა, ნიკა ხოზრევანიძემ, სალომე ბოლქვაძემ, ლელა შანთაძემ, ნუკი გორგაძემ, გვანცა სურმანიძემ, სანდრო სურმანიძემ, ალეკო ფუტკარაძემ 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გახსენეს და ქართველ იუნკრეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“.
პროექტის ხელმძღვანელი ლეილა ტარიელაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა